ცხადია, რომ ყველა ტრეიდერის მიზანს წარმოადგენს მეტი მოგების გამომუშავება და წამგებიანი გარიგებების შემცირება. ამის მისაღწევად საჭიროა ფუძე-მქონე აქტივების ფასის ქცევის სწორი პროგნოზი. ეს საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ზუსტად ის ოფციონი, რომელიც შემდგომში გახდება მომგებიანი.
მაგრამ ფასის მიმართულების მიხვედრა ადვილი რამ არაა. სწორი პროგნოზი არ ეფუძნება ინტუიციას, არამედ ბაზრის მდგომარეობის სიღრმისეულ ანალიზს. მხოლოდ ესეთი მიდგომა საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ მომგებიანი გარიგებების 60-70% ალბათობას. დადებითი შედეგის ეს ალბათობა ითვლება მიღებულად. თუ თქვენი სტრატეგია მოიცავს დადებითი შედეგების ასეთ ან უფრო მეტ ნიშნულს, მაშინ შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ თქვენი დეპოზიტების ზრდას. აუცილებელია თქვენი თანხის მუდმივი გაკონტროლება.
პროგნოზი სწორი ყოველთვის არ იქნება. რის გაკეთება შეიძლება ამ შემთხვევაში? შესაძლებელია თუ არა წამგებიანი ოფციონის მომგებიანად გადაქცევა, ან და მაინც ზარალის შემცირება?
ამ კუთხით, ბინარული ოფციონების ვაჭრობა ნაკლებად გამოსადეგია, ვიდრე Forex-ის, სადაც შესაძლებელია ყველაზე რთული სიტუაციებიდანაც კი მოგების ნახვა. მაგალითად, იქ შესაძლებელია შეკვეთის ნაადრევი დახურვა. ასევე ტრეიდერს შეუძლია გადაიტანოს მიმდინარე შეკვეთა და არის „მოგების მიღების“ (Take Profit) და „დანაკარგის შემცირების“ (Stop Loss) დონეები.
ბინარული ოფციონების ბროკერები არ სთავაზობენ თავის კლიენტებს ასეთ ფართო ფუნქციონალს. მაგრამ არსებობს ხრიკები, რომლებსაც შეუძლიათ წამგებიანი გარიგებების შემცირება და თქვენი მოგების ზრდა.
რევერსიული ინვესტირება
ეს ტექნიკა შეიძლება იყოს გამოყენებული იმის მიუხედავად, თუ რომელ ბროკერთან მუშაობთ. თქვენ უბრალოდ ხსნით ორ პოზიციას, ორივეს საწინააღმდეგო მიმართულებით. ამ ტექნიკის გამოყენება შეიძლება იმ დროს, როცა ფასი ნამდვილად მიდის არასწორი მიმართულებით.
ზოგიერთი ტრეიდერი ამ მეთოდს რთავს თავის სატრეიდინგო სისტემაშიც კი. როგორ შეიძლება ამის გამოყენება პრაქტიკაზე? ვნახოთ მაგალითზე. ბაზრის დილის ანალიზის შემდეგ თქვენ ხედავთ, რომ დღის ბოლოს ფასი დიდი ალბათობით უფრო მაღალია საბაზრო ფასზე. შესაბამისად, თქვენ ყიდულობთ Call ოფციონს. ვადის გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე თქვენ ხსნით გრაფიკს, რომ შეამოწმოთ ფასის მდგომარეობა. თუ ფასი მომატებულია, არავითარი მოქმედება არაა საჭირო. თქვენ უბრალოდ ელოდებით ოფციონის დახურვას და მოგების მიღებას. თუ ფასი დავარდნილია და თქვენ დარწმუნებულნი ხართ, რომ ბოლო წუთებში ის არ მოიმატებს, თქვენ ხსნით Put ოფციონს. მეორე ოფციონის ფასი უნდა იყოს პირველის ტოლი. დიდი ალბათობით, ერთ-ერთი პოზიცია იქნება მომგებიანი და თქვენ შეამცირებთ დანაკარგს.
ეს სისტემა შეიძლება არ არის მომგებიანი, მაგრამ მას გააჩნია თავისი დადებითი მხარეები:
- ორი ტრანზაქცია დღეში;
- დროის მოგება;
- სტაბილურობა.