ბინარული ოფციონები წარმოიქმნა 70-იანი წლების დასაწყისში, ხოლო გაუმჯობესებული და ვაჭრობის საყოველთაოდ ცნობილი ტექნიკური ტიპი მხოლოდ 2008 წლიდან გახდა ხელმისაწვდომი. ამდენი წლის განმავლობაში მიმდინარე განვითარების შემდეგაც კი, ვაჭრობის ამ ფორმას კვლავ გარკვეული სტრუქტურული შეუსაბამობა გააჩნია, რის გამოც კვლავ ინოვაციად რჩება, რაც დამატებით კვლევასა და ცდებს საჭიროებს.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში არ არსებობს სათანადო საკანონმდებლო რეგულაციები ბინარული ოფციონებით ვაჭრობისთვის. ყველასათვის ცნობილი Forex-სგან განსხვავებით, როდესაც უკანონო ტრეიდერების მასობრივი დაპატიმრებები განხორციელდა, ბინარული ოფციონების ვაჭრობას მსგავსი შემთხვევები არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს სფერო არ არის ისეთი გამჭვირვალე, საკანონმდებლო კონტროლის ნაკლებობისგან გამომდინარე.
ვაჭრობა – აზარტია ეს, თუ ინვესტირება?
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ ტიპის ბიზნეს აქტივობის კლასიფიკაციაა, რაც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. განვითარებულ ქვეყნებში ბინარული ოფციონებით ვაჭრობა ხასიათდება, როგორც ინვესტიცია და მას შესაბამისი სახელისუფლებო სააგენტოები აკონტროლებს:
- აშშ-ში ბინარული ოფციონებით ვაჭრობას აკონტროლებს სასაქონლო ფიუჩერსების ვაჭრობის კომისია და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია;
- ავსტრალიაში მარეგულირებელი ორგანოა ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისია;
- დიდ ბრიტანეთში, საზედამხედველო ხელისუფლების ფუნქციას ასრულებს ფინანსური ქცევის მარეგულირებელი ორგანო;
- კვიპროსზე ბინარული ოფციონებით ვაჭრობას აწესრიგებს და მას ზედამხედველობას უწევს კვიპროსის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია.
აღსანინავია, რომ ზოგ ევროპულ ქვეყანაში ბინარული ოფციონებით ვაჭრობა აზარტულ თამაშად არის მიჩნეული და ამიტომაც ის არ ექვემდებარება რაიმე სპეციალური მარეგულირებელი ორგანოს კონროლს.
გაითვალისწინეთ, რომ ტრეიდერები, რომლებიც ბინარულ ოფციონებზე მუშაობენ, ვალდებული არიან დაემორჩილონ ევროკავშირის მითითებას „ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების რეგულაციის შესახებ“.