ბინარული ოფციონის ბროკერი TitanTrade შედარებით ახალია. დღეისათვის კომპანიას ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ტრეიდერებს შორის. TitanTrade-ის ოფიციალური ვებგვერდი ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე.
კომპანიის მთავარი ამოცანაა მსოფლიოს მასშტაბით ტრეიდერების შესთავაზოს მუშაობა უამრავი საინტერესო ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით და საბაზისო აქტივებზე. TitanTrade-ზე მუშაობა საკმაოდ მარტივია. საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა, აღწერილი ანგარიშებიდან ერთ-ერთის არჩევა, თანხის შეტანა და პლატფორმის დეტალების გაცნობა.
დღეისათვის კომპანია TitanTrade არ ექვემდებარება რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს კონტროლს. ეს რა თქმა უნდა მისი ნაკლია. თუმცა, ბროკერის შესახებ მცირე რაოდენობის უარყოფითი გამოხმაურებების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ბევრი ტრეიდერი წარმატებით ინვესტირებს TitanTrade-ზე.
რეგისტრაცია
აღნიშნულ ბროკერზე რეგისტრაციის გავლის პროცესი მარტივია. თქვენ უნდა შეავსოთ ფორმულარი (ამის გაკეთება შესაძლებელია ჩვენ ვებგვერდზე, მარცხენა მხარეს მოცემულია ფორმულარი). საჭიროა რამდენიმე დამატებითი დეტალის, მათ შორის, მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითება. ამ საფეხურის დასრულების შემდეგ, შეძლებთ მომდევნო ეტაპზე გადასვლას – TitanTrade-ზე სავაჭრო ანგარიშების არჩევა და თანხის შეტანა.
ბინარული ოფციონების ბროკერი TitanTrade ტრეიდერებს ოთხი ტიპის ანგარიშს სთავაზობს. მათ შორის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომია (Mini / test) მინი/სატესტო, სადაც მინიმალური დეპოზიტის ოდენობა 250 აშშ დოლარია. მაქსიმალური დეპოზიტი, რაც ამ ანგარიშზე შეგიძლიათ შეიტანოთ, $1000-ია.
სურათზე დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ თითოეულ ამ ანგარიშის უპირატესობებს. აღსანიშნავია ასევე, რომ ძირითადი ანგარიშიც კი გაძლევთ TitanTrade-დან 500 აშშ დოლარამდე ბონუსის მიღების საშალებას.
სავაჭრო პლატფორმა TitanTrade
სავაჭრო პლატფორმა TitanTrade-ის აღწერისას, დავიწყოთ იმით, რომ ის ბაზარზე რაიმე უნიკალურს არ წარმოადგენს. ბევრი ბროკერი იყენებს მსგავს ტერმინალს. მაგრამ, სწორედ TitanTrade-ია ის ბროკერი, რომელიც ამდენი რაოდენობის კონტრაქტს გთავაზობთ. სხვათა შორის, თითოეული კონტრაქტი განმარტებულია თვით ჩვენს ვებგვერდზე.
ზოგადად, სავაჭრო ტერმინალი ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით ბევრი შესაძლებლობებით ვერ დაიკვეხნის. 24option-ისგან განსხვავებით, აქ ვერ შეძლებთ ინდიკატორების/მაჩვენებლები დამატებას. შესაძლოა, TitanTrade-ის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ე.წ. იაპონური სანთლები და დროის მასშტაბის 12 საათამდე არჩევა. თუმცა, ბევრი ალბათ, დადებითად შეაფასებს ამ სიმარტივეს, რასაც უპირატესობად მიიჩნევს. სავაჭრო ტერმინალ TitanTrade.com-ზე მუშაობა მართლა ძალიან ადვილია.
TitanTrade-ის საბროკერო კონტრაქტები
რა სახის კონტრაქტებს სთავაზობს ბროკერი TitanTrade? პირველ რიგში, ეს არის ბინარული ოფციონები – კლასიკური მაღალი/დაბალი კონტრაქტია, რომლის დროსაც უნდა განსაზღვროთ აქტივის ფასები ვადის ამოწურვისთვის ამჟამინდელ ფასთან შედარებით გაიზრდება თუ შემცირდება.
„წყვილები“ კიდევ ერთი საინტერესო იარაღია, რომელსაც სხვა ვებგვერდთან ერთად TitanTrade-იც გთავაზობთ. მისი მთავარი მიზანია განსაზღვროთ, ორი საბაზისო აქტივებიდან რომელი გაიყიდება ბაზარზე უკეთეს ფასად.
გრძლევადიანი ბინარული ოფციონები საშუალებას მოგცემთ ტრანსაქცია ღია გქონდეთ რამდენიმე დღიდან ერთ თვემდე.
„სამოცი წამი“, ამ შემთხვევაში, ბროკერიTitanTrade მოკლევადიან ოფციონს გთავაზობთ, რომლის ვადა 1 წუთში იწურება.
„ერთი შეხება“ წარმოადგენს კარგად ნაცნობ და საკმაოდ პოპულარულ კონტრაქტს. შედარებით მაღალი რისკისგ მიუხედავად, ეს ოფცია უამრავი ტრეიდერის ყურადღებას იპყრობს. მისი მთავარი მიზანია განსაზღვროთ, საბაზისო აქტივის ფასი მიმდინარე კვირის განმავლობაში მიაღწევს თუ არა გარკვეულ დონეს. კონტრაქტის საპროცენტო სარგებელმა შეიძლება მიაღწიოს 500%-ს!
და ბოლოს, TitanTrade-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გთავაზობენ კონტრაქტს, სახელწოდებით „საფეხური“. ეს დონეებით მუშაობას ნიშნავს, ტრეიდერს შეუძლია აირჩიოს რამდენიმე დიაპაზონი, რომელშიც შეიძლება მოექცეს ფასები ვადის ამოწურვისთვის. ბუნებრივია, რაც უფრო მცირეა ასეთი ალბათობა, მით უფრო მაღალი საპროცენტო შემოსავალი.
ბროკერ TitanTrade-ზე ტრენინგი
ტრეიდერების მომზადების პროცესი TitanTrade-ის „აკადემიის“ ფარგლებში ორ ძირითად მიმართულებას გულისხმობს – ტრეიდერის სკოლა და ვებინარები. პირველი მათგანი მოიცავს დიდი რაოდენობით ვიდეო მასალას დამწყები ინვესტორებისთვის და მათთვის, ვისაც უკვე აქვს გამოცდილება ვაჭრობაში.
რაც შეეხება ვებინარს, აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასარგებლო მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამისათვის, თქვენ უნდა ჩაეწეროთ გაკვეთილებზე (სპეციალური კალენდრის გამოყენებით). ბინარული ოფციონების ბროკერი TitanTrade ყველა თავის კლიენტს ელექტრონულ წიგნს ჩუქნის.
კომპანიის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე საინტერესო სტრატეგია, რომელსაც პროფესიონალი ტრეიდერი აზიარებს. ყველა ამ ინფორმაციაზე წვდომა თავისუფალია და ინფორმაციით სარგებლობა ყველა მსურველს შეუძლია.
და ბოლოს, ბროკერი TitanTrade ყველა მსურველს სთავაზობს ე.წ. სოციალურ ტრეიდინგს. რა თქმა უნდა, ეს არ არის სიგნალის სისტემა, მაგრამ მასთან ძალზე ახლოსაა. კომპანიის ნებისმიერ კლიენტს შეუძლია ამ სერვისში ჩართვა და წარმატებული ტრეიდერების გარიგებების კოპირება.
ბროკერ TitanTrade-ის შესახებ ზოგადი შეხედულება და მიმოხილვა
ზოგადად, TitanTrade-ზე მუშაობის დახასიათება საკმაორ ორმხრივია. ერთის მხრივ, ყველაფერი მარტივი და იოლია. მეორეს მხრივ კი, ზოგჯერ ბაზრის უფრო ღრმა ანალიზი არასაკმარისია.
რაც შეეხება ტრენინგს, ის საკმაოდ კარგია. თუმცა, სხვა ბროკერებან არსებული სიტუაცციის მსგავსად, ინფორმაცია მაინც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დიდხანს და უფრო სერიოზულად დარჩეთ ბინარული ოფციონების ბაზარზე.
და ბოლოს, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – მომხმარებელთა მიერ titantrade-ის შეფასებები. მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. მათ შორის, ბევრი ნეგატიურია, რაც პრინციპში თვით ბროკერს კი არ ეხება, არამედ მის ერთ-ერთ პარტნიორ საიტს. ყველა მათგანი რეკლამას უწევs გარკვეულ ბროკერებს და ამისთვის თითქოსდა სუპერ სტრატეგიას გთავაზობენ. ამასთანავე, ბევრი ტრეიდერი ამ ინდივიდებს თვით ბროკერთან აიგივებს. იგივე ბედი ერგო titantrade-საც.
ჩვენ გირჩევთ titantrade-თან მუშაობას, ვინაიდან ამ ბროკერს უკავშირდება წარმატების უამრავი ისტორია. ბევრმა ნულიდან დაიწყო და საკმაოდ შთამბეჭდავი სარგებელი მიიღო.